შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა ფაილოძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1977 წელს. 1977–2015 წწ. - ჩაჩავას კლინიკის მორფოლოგიური ლაბორატორიის მორფოლოგი; 2008 წლიდან - სადაზღვევო კომპანიების "მედიჰელფის", "გიდმედისა" და "გერმანული კლინიკის" ციტოლოგი; 2008 წლიდან - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის მორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; 2015 წლიდან - ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მორფოლოგი; 2018 წლიდან - თბილისის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მორფოლოგი; 2012 წლიდან მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გინეკოლოგიური მორფოლოგიის (ოპერაციული, ბიოფსიური, ციტოლოგიური), პლაცენტის პათოლოგიის და აბორტული (22 კვირამდე ვადით ნაყოფებში) ნაყოფების კვლევის მიმართულებით. 50–მდე სამეცნიერო შრომის ავტორი. ექიმი-პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დროული ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლების და პლაცენტის მორფო-ფუნქციური ცვლილებების კორელაციური კავშირი მწვავე და ქრონიკული ჰიპოქსიის პირობებში", დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საკვერცხის ფოლიკულური აპარატის და ყვითელი სხეულის დისგენეზია საშვილოსნოს პროლიფერაციული მიომებით დაავადებულ რეპროდუქციული პერიოდის ქალებში", დაიცვა 2006 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.370; ქირურგიის ეროვნული ცენტრი: kirurgia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |