შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ჩალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაკიეთი, ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1939 წელს; მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა 1941 წელს. მალევე დაინიშნა ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; დიდი სამამულო ომის დროს, 1941-1942 წლებში, მონაწილეობა მიიღო კარელიის ფრონტზე გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ; 1942 წლის ივლისში საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით კარელიის ფრონტიდან იგი გადმოიყვანეს ამიერკავკასიის ფრონტის განკარგულებაში ახალჩამოყალიბებულ ქართულ სამხედრო შენაერთებში, სადაც მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტის ბრძოლებში - დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსი ინსტრუქტორის, პოლკის კომისრის, პოლკის მეთაურის მოადგილის თანამდებობებზე; დიდი სამამულო ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს გადაიყვანეს რუსთავის ველზე ამიერკავკასიის მეტალურგიული კომბინატისა და ქიმიური ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით დანიშნეს ჯერ რუსთავის ქალაქკომის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგედ; 1951 წელს - ქალაქკომის მეორე მდივნად; 1952-1957წწ. - პირველ მდივნად; მალე ვასილ ჩალაძე დაწინაურდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პასუხსაგებ თანამდებობაზე; ერთხანს იმუშავა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო ათეული წლების განმავლობაში - თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მდივნად; ბოლოს თბილისის ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა საბჭოს ჩაუდგა სათავეში; სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოლკოვნიკი, თბილისის ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2010. 18 მაისი, N91 (6457), 11 გვ.: Untitled-1 (nplg.gov.ge); P_5370.jpg (2033×3092) (nplg.gov.ge) ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |