The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესიკ ქუთათელაძე

ბესიკ ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1958
გარდაცვ. თარიღი:27 ივნისი, 1992  (33 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა თბილისის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი 1985 წელს.

1984-1990წწ. მუშაობდა სპორტულ მწვრთნელად; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, საჩხერის N67 საარჩევნო ოლქი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1991-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე; აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ერთიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში (1991-1992 წწ., სამაჩაბლო). 1992 წლის 13 ივნისს ქალაქ გორში რუსეთის სამხედრო ძალებთან შეტაკების დროს ბესიკ ქუთათელაძე მძიმედ დაიჭრა და 27 ივნისს გარდაიცვალა. ბესიკ ქუთათელაძის სახელი მიენიჭა თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლას.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 341

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს თავდაცვის, ეროვნული უშიშროების და მართლწესრიგის კომისია, წევრი (1990-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: