Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბესიკ ქუთათელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა თბილისის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი 1985 წელს. 1984-1990წწ. მუშაობდა სპორტულ მწვრთნელად; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, საჩხერის N67 საარჩევნო ოლქი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1991-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე; აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ერთიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში (1991-1992 წწ., სამაჩაბლო). 1992 წლის 13 ივნისს ქალაქ გორში რუსეთის სამხედრო ძალებთან შეტაკების დროს ბესიკ ქუთათელაძე მძიმედ დაიჭრა და 27 ივნისს გარდაიცვალა. ბესიკ ქუთათელაძის სახელი მიენიჭა თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლას. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 341 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |