შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ქირია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცაიში, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის სამხედრო-მოსამზადებელი სკოლა 1930 წელს; ჩრდილო კავკასიის მთიელთა ნაციონალური კავალერისტების სკოლა 1932 წელს; ორენბურგის სამხედრო საავიაციო სკოლა 1935 წელს. მფრინავ-მეთვალყურედ მსახურობდა სხვადასხვა სამხედრო ნაწილში; 1975-1978წწ. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ავიაციის პოლიტგანყოფილების უფროსი; 1978-1989წწ. სსრკ სამხედრო საჰაერო ძალების პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილე; ავიაციის გენერალ-ლეიტენანატი; 1943-1945წწ. ავიადივიზიის მეთაური; მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; მეორე მსოფლიო ომში 427-ე ავიაგამანადგურებელი პოლკის შტურმანი; 1944 წლის ზაფხულიდან მან განახორციელა 189 საბრძოლო გაფრენა და საჰაერო ბრძოლებში ჩამოაგდო მოწინააღმდეგის 22 თვითმფრინავი; ომის მსვლელობის დროს შეასრულა 139 საბრძოლო ფრენა, ასევე 225 სამხედრო აფრენა და 64 საჰაერო ბრძოლის დროს პირადად ჩამოაგდო 27 და ჯგუფურად 2 მოწინააღმდეგის თვითმფრინავი; დაჯილდოებულია 11 ორდენით და 25 მედლით; იგი ომის დამთავრების შემდეგაც განაგრძობდა სამსახურს სამხედრო-საჰაერო ძალებში; 1961 წლიდან კი გენერალ-მაიორი შალვა ქირია უკვე თადარიგში იყო; მას საბჭოთა კავშირის სამგზის გმირის, ლეგენდარული კოჟედუბის გვერდით იხსენიებდნენ. საბჭოთა ავიაციის გენერალი, ავიაციის გენერალ-მაიორი. წყარო: მემატიანე: mematiane.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |