შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ცანავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1940 წელს. დიდი სამამულო ომის დროს მესაზღვრეთა ჯარის ათასეულის სამედიცინო-სანიტარული სამსახურის უფროსი იყო; 1970 წლიდან განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის კათედრას; 1965-1980წწ. იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი; 1980 წლიდან რესპუბლიკის მთავარი რეანიმატოლოგია; შეისწავლიდა ტრაქეობრონქული ხის ტოპოგრაფიულ ანატომიას; დაამუშავა ბრონქოლოგიაში საერთო გაუტკივარებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ანალგეზიისა და ანესთეზიის მეთოდები: მისი ხელმძღვანელობით დაინერგა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის მრავალი მეთოდი; ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11. - თბ., 1987. გვ.185-186 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |