შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ღორჯომელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღურტა, ხულოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი (ქ. სოხუმი) აგრონომის სპეციალობით 1982 წელს; ასპირანტურა 1987 წელს. 1971-1972წწ. ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აჭარის საყრდენი პუნქტის მუშა; 1972-1974წწ. ხულოს რაიონის სოფ. ღურტის აგროტექნიკოსი; 1976 წელს კოლმეურნეობის რიგითი წევრი; 1976-1977წწ. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის მოსამზადებელი განყოფილების მსმენელი; 1982 წელს ხულოს რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების უფროსი აგრონომი; 1982-1985წწ. ჩაის სუბტროპიკული კულტურისა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აჭარის საყრდენი პუნქტის მუშა; 1985-1991წწ. ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი, უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1991-1994წწ. გონიოს კოოპერატიული ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტის დეკანი; 1994-1995წწ. ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის ბიო-ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი; 1995-1998წწ. აჭარის კოოპერაციული ინსტიტუტის სხვადასხვა ფაკულტეტების დეკანი; 1998-1999წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის რეგიონული საკოორდინაციო-სამეცნიერო ცენტრის ნიადაგის ეროზიის, ნიადაგმცოდნეობისა და აგრონომიის გან-ის გამგე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №84 ხულოს საარჩევნო ოლქიდან; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დემოკრატიული აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული; 2008-2009წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წყარო: საქართველოს პალამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 345 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |