The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი ახვლედიანი

დიმიტრი ახვლედიანი
Date of birth:1954  (71 years)
Category:Archaeologist, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1976 წელს.

1977-2006წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრში; 2004-2006წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის გამგე; 2006 წლიდან - საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ვანის (1973-2010), კოლხეთის (1977-1980), კაზრეთის (1975), ნასტაკისის (1981-1982), ყულევის (2000-2001), გურიის (2001), ვალეს (2003), წალკის (2003) არქეოლოგიურ ექსპედიციებში; 2009-2013წწ. იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ქვემიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი. მისი ხელმძღვანელობით მზადდება სამაგისტრო ნაშრომები და სადოქტორო დისერტაციები. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი ნაშრომი ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. მიღებული აქვს ფოლკსვაგენის სამეცნიერო სტიპენდია ბერლინში (1997-1998); გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო სტიპენდია ათენში (2001); საფრანგეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო სტიპენდია ათენში (2001). სხვადასხვა დროს მონაწილეობდა: შავიზღვისპირეთის ძველი ისტორიის პრობლემებისადმი მიძღვნილ ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმებში VI, VII, X, XI (1990-2005); საერთაშორისო სამეცნიერო სესიაში: "კავკასიის არქეოლოგია: უახლესი აღმოჩენები და პერსპექტივები"; საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში: "არქეოლოგია XXI საუკუნეში: მემკვიდრეობა და პერსპექტივები"; 1st International Silk Road Symposium (June 25-27, 2003, Tbilisi-Georgia); The International Round-Table Conference Production and Trade of Amphorae in the Black Sea, Batumi-Trabzon. არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტისა და "ღია საზოგადოება – საქართველოს" გრანტის მფლობელი თემაზე:  "ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რენოვაცია" (პროექტის ავტორი და დირექტორი, 1998); 2012-2014წწ. ხელმძღვანელობდა პროექტს  "განძი ვანის ნაქალაქარიდან".
სხვადასხვა დროს მოიპოვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო გრანტები და მონაწილეობდა პროექტებში: "დემოგრაფიული პროცესები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობანი საქართველოს შავიზღვისპირეთში ძვ.წ. VIII – ახ.წ. VIII სს" (1997-1999); "აბრეშუმის გზის საკომუნიკაციო სტრუქტურები" (2000-2001); "საომარი იარაღი და ფორტიფიკაცია ანტიკური ხანის საქართველოში" (2002-2003); "ახალი მასალები გვიანელინისტური ხანის კოლხეთის გარესამყაროსთან ურთიერთობის კვლევისათვის" (2004-2005). მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროები და კვლევის ინტერესებია: კოლხეთის, ლაზიკის და ქართლის სამეფოს არქეოლოგიური კვლევა, დემოგრაფიული, ეკოლოგიური და გარეფაქტორების როლი ქვეყნის განვითარებაზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კოლხეთის სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის საკითხები ძვ.წ. V-II სს-ში", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.401; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge

Bibliography


Share: