The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არმაზ შამანაური

არმაზ შამანაური
დაბადების თარიღი:25 ივნისი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი მანქანათმშენებელი მრეწველობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სპეციალობით  1979 წელს.

1979-1983წწ. გორკის ავტოქარხნის ამწყობი უბნის ოსტატი, ცვლის უფროსი; 1983-1985წწ. ქარხანა "ეგტ" კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1985-1989წწ. საქართველოს კპ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე, განყოფილების გამგის მოადგილე; 1989-1991წწ. თბილისის ორჯონიკიძის რაიაღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი-ექსპერტი (1991); 1991-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს კონცერნ "ელექტროტექმრეწვის" უფროსის მოადგილე; 1992-1995წწ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკის რ-ის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1995-1995წწ. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მცხეთა-მთიანეთის მხარეში; 1995-1999წწ. მცხეთის რაიონის გამგებელი; 1999-2002წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №27 მცხეთის საარჩევნო ოლქიდან; 2002-2003წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთში.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.353;   წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.298

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტი, წევრი (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", წევრი (2001-2002)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მცხეთის რაიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, რაიონის საბიუჯეტო დავალებათა სისტემატურ შესრულებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: