Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არმაზ შამანაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი მანქანათმშენებელი მრეწველობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სპეციალობით 1979 წელს. 1979-1983წწ. გორკის ავტოქარხნის ამწყობი უბნის ოსტატი, ცვლის უფროსი; 1983-1985წწ. ქარხანა "ეგტ" კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1985-1989წწ. საქართველოს კპ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე, განყოფილების გამგის მოადგილე; 1989-1991წწ. თბილისის ორჯონიკიძის რაიაღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი-ექსპერტი (1991); 1991-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს კონცერნ "ელექტროტექმრეწვის" უფროსის მოადგილე; 1992-1995წწ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკის რ-ის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1995-1995წწ. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მცხეთა-მთიანეთის მხარეში; 1995-1999წწ. მცხეთის რაიონის გამგებელი; 1999-2002წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №27 მცხეთის საარჩევნო ოლქიდან; 2002-2003წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთში. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.353; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.298 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |