Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
თამარ შაიშმელაშვილი
Date of birth: | 15 March, 1966 (59 years) |
Category: | Scientist, Poet, Journalist |
Biography
დაბადების ადგილი: სოფელი ტიბაანი, სიღნაღის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1989 წელს.
მუშაობდა ჟურნალისტად გაზეთებში: "თბილისი" და "საქართველოს რესპუბლიკა"; გადაცემის ავტორად - ტელეკომპანია "იბერიაში"; 2013 წელს დააარსა ლიტერატურული ჟურნალი "ანეული" (ყოფილი "ხელეური" (2009 -2012); რევაზ ინანიშვილის სახელობის "ერთი მოთხრობის" კონკურსის დამაარსებელი (2010); 2019 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; არის ასისტენტ-პროფესორი; 1985 წლიდან მისი ლექსები იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში, ლექსები თარგმნილია რამდენიმე ენაზე; შეტანილია სხვადასხვა ტიპის პოეზიის ანთოლოგიებსა და კრებულებში საქართველოსა და უცხოეთში; გამოქვეყნებული აქვს: ასობით პუბლიცისტური სტატია სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთსა თუ ინტერნეტპორტალზე; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა თუ სიმპოზიუმში. მირებული აქვს 2010 - დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული კონკურსის პრიზი (2010), "შოთაობის" პოეზიის კონკურსის პრემია (2015), 2017 - ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი "წმინდა ნინოს ჯვარი" პრემია (2017, ორჯერ), ლევან გოთუას სახელობის ღირსების სიგელი (2018), დავით აღმაშენებლის სახელობის კონკურსი პოეზიაში - "ძლევაი საკვირველის" - ოქროს მედალი (2021), ჟურნალისტიკაში გამორჩეული მოღვაწეობისა და სამეცნიერო კვლევაში შეტანილი წვლილისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში "საზოგადოებრივი გამოცდილების" სტატუსით - საქართველოს ქალთა საბჭოს მადლიერების სიგელი (2021). ფილოლოგიის დოქტორი.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "ლევან გოთუას პუბლიცისტური და ეპისტოლარული მემკვიდრეობა", დაიცვა 2019 წელს.
Member of Organizations
- ააიპ კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება "ანეული" , გამგეობის თავმჯდომარერე (2013-)
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2010-)
- საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1991-)
Awards and Honors
- 2019 - გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია
- 2016 - ანა კალანდაძის სახელობის პრემია
- 2013 - სერგეი მესხის სახელობის პრემია
- 1999 - ღირსების მედალი
ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის, აქტუალური ცხოვრებისეული თემების მაღალკვალიფიკაციურ დონეზე წარმოჩენაში, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
Bibliography
- მზე... ამოსევდილი - ლევან გოთუა : მონოგრაფია (Author). - თბილისი, საარი, 2021. - 234გვ.. - ISBN: 9789941477911
- სულალუბლები : ლექსები (Author). - თბილისი, ქართული წიგნი, 2013. - 144გვ.. - ISBN: 9789941932519
- ჩამოთოვლილი ზარები : ლექსები (Author). - თბილისი, იულონ ტოლიაშვილი, 2007. - 104გვ.. - ISBN: 9789994008919
- სიჩუმე მზეში : ლექსები (Author). - თბილისი, ოპიზა, 2003. - 82გვ.
- ობოლი ვარსკვლავები : ლექსები (Author). - თბილისი, ბაკმი, ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2001. - 96გვ.. - ISBN: 999288665X
- სიზმარში ცხადი : ლექსები (Author). - თბილისი, 1997. - 48გვ.
- მე ჩემს მიწას ვიცავდი : ნარკვევი ანდრო ოქროპირიძეზე (Author). - თბილისი, მედეა, 1996. - 32გვ.
|