შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკა-მექანიკის ფაკულტეტი ასტრონომის სპეციალობით 1980 წელს; მიღებული აქვს ასტრონომიის მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი. 1980 წლის სექტემბერში მუშაობა დაიწყო აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, ვარსკვლავთ და გარეგალაქტიკური ასტრონომიის განყოფილებაში; მონაწილეობდა დაკვირვებით სამუშაოებში; 2007-2009 წლებში იყო აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი; 2007 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტრაპეციის ტიპის ჯერადი სისტემების კვლევა", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტი: faculty.iliauni.edu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |