შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ აბესაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტების მშენებელი ინჟინრის სპეციალობით 1972 წელს. 1972-1974წწ. მსახურობდა სამხედრო არმიის რიგებში; 1974 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს სამინისტროს №2 სამშენებლო ტრესტის 5 სამშენებლო სამმართველოში (შემდგომ მოძრავ მექანიზირებული კოლონა №70) ჯერ ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, მშენებლობის ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად და მთავარ ინჟინრად; 1982 წლიდან დაინიშნა აღნიშნული სამსახურის უფროსად; 1995 წლიდან 2013 წლამდე იყო შ.პ.ს. "მშენებლის" დირექტორი; 2013-2017წწ. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი; მცხეთის მერის კონსულტანტი, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის საკითხებში; წლების მანძილზე მონაწილეობდა კულტურულ-საყოფაცხოვრებო და საბინაო ობიექტების მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.35-36
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |