შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯურხა ნადირაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭორვილა, საჩხერის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1959 წელს. 1961 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ხელოვნების მუზეუმში; ამავე წელს საჩხერის რაიონის სოფელ საირხეში მიაკვლია VI-I დათარიღებულ ნამოსახლარს და ფალიურ კულტთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მასალას; 1967 მისი ხელმძღვანელობით ყვირილის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ საჩხერეში, ადგილ მოდინახეზე, აღმოაჩინა ბრინჯაოს ხანის უნმიშვნელოვანესი ძეგლები, რომლის მეშვეობით საჩხერის რეგიონი მიჩნეული იქნა ბრინჯაოს მეტალურგიის წარმოების უძველეს ცენტრად; 1982 წლიდან ჯ. ნადირაძემ აღმოაჩინა და შეისწავლა საირხის არისტოკრატიული ფენის სამაროვანი, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ოქრომრავალი კოლხეთის ბრწყინვალე საიუვილერო ხელოვნების მაღალი კულტურა; ჯ. ნადირაძის სახელთანაა დაკავშირებული მცხეთიჯვრის (ხაშურის რაიონი), სვერის ციხისა და ჯიეთის (ორივე ჭიათურის რაიონი) არქეოლოგიური ძეგლების აღმოჩენა, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ქართველ ტომთა რელიგიური, კულტურული და პოლიტიკური ისტორიის შესწავლისათვის; მან დიდი როლი შეასრულა არქეოლოგიური მეცნიერების პოპულარიზაციის საქმეში, საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო ინფორმაციის მხატვრულ ენაზე გადმოცემის ტრადიციას. ჯ. ნადირაძის სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნებულია ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ, იტალიურ და ბერძნულ ენებზე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |