შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ლომინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1941 წელს. 1941-1945წწ. მუშაობდა თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოში ელექტრომემონტაჟედ, დისპეტჩერად, მთავარ მექანიკოსად; 1942-1945წწ. თბილისის N5 რკინიგზის სასწავლებელში; 1945-1947წწ. სწავლობდა ასპირანტურაში; 1947 წელს მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ელმანქანების კათედრაზე; საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1953 წელს; 1975 წელს არჩეული იყო პროფესორის თანამდებობაზე; 1979 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ელმანქანების კათედრის გამგედ; მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით თბილისის ს.გ. "ელექტროაპარატში" შეიქმნა კათედრის ფილიალი, რამაც შუწყო ხელი სპეციალისტთა მომზადების ხარისხის გაუმჯობესებას; გამოსცა 4 ტექნიკური სახელმძღვანელო; მისი ხელმძღვანელობით დისერტაცია დაიცვა ბევრმა ასპირანტმა და მაძიებელმა; შექმნა ასინქრონული და სინქრონული მანქანების ორმხრივი ასიმეტრული რეჟიმების ზოგადი თეორია; მის მიერ შემოთავაზებული არასიმეტრიული მანქანის ანალიზის მეთოდის საფუძველზე შექმნილი იქნა ასინქრონული ფაზის გამხლეჩის თეორია, რამაც პრაქტიკული რეალიზაცია ჰპოვა ცვლადი დენის ელმავალებზე; მეცნიერული კვლევები მიუძღვნა კონუსურ როტორიანი სამუხრუჭო ასინქრონული ძრავების შესწავლას; ელმანქანების გაანგარიშების მის მიერ შექმნილი მეთოდიკით დაპროექტდა და აიგო ჩარხების ამძრავის საცდელი პარტია; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, განათლების სამინისტროსა და ინსტიტუტის სარედქციო საბჭოების წევრი, საქართველოს მეცნიერულტექნიკური პროგრესის პროგრამის შემდგენი კომისიის წევრი და სხვ.; დაჯილდოებული იყო მედლებით. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1954), პროფესორი (1986). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები, ტ.2. - თბ., 2010. - გვ.198 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |