Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოე სულაბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი 2003 წელს. კარიერა 2005 წელს, მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო "სარკეში", სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციით დაიწყო; მისი პროდუსირებით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში იქმნება, როგორც საერთაშორისო, ასევე საავტორო პროექტები: "სიმართლის დრო" – პირველი სატელევიზიო პროექტი, ნ. სულაბერიძის რეჟისორობით 2009 წელს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გავიდა; ბრიტანული შოუს "Dancing with the Stars" ანალოგი "ცეკვავენ ვარსკვლავები" 2021 წელს უკვე მეათე სეზონით წარდგა მაყურებლის წინაშე, ხოლო პირველი სეზონი 2012 წელს გაიმართა; 2017 წლის აპრილიდან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ოთხშაბათობით გადის PrimeShow, რომლის უცვლელი წამყვანები არიან: ნოე სულაბერიძე (პროექტის პროდუსერი), ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, სალომე ღვინიაშვილი, ირაკლი მაქაცარია და ნინო ნადირაძე–კუზანოვა; 2021 წელს ეთერში გავიდა მისი ახალი საავტორო გადაცემა "ნოესთან", სადაც ის ყოველკვირეულად პირისპირ ესაუბრება პოლიტიკოსებს, ხელოვანებს, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 2005 წელს ნ. სულაბერიძემ საპროდუსერო–სახელოსნო დაარსა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო შეესწავლა: სატელევიზიო წარმოება, მარკეტინგი, კომუნიკაცია და გაყიდვები, ციფრული მედიის ფუნქციონირების თანამედროვე მეთოდები. კომპოზიტორ ლილი შავერზაშვილის შვილი. ქართველი პროდუსერი და ტელეწამყვანი. წყარო: ტელეკომპანია "იმედი"
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |