The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქრისტინე ხარშილაძე

ქრისტინე ხარშილაძე
სხვა სახელი:ნინა მასწავლებელი
დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:9 ივლისი, 2014  (91 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი კორბოული, საჩხერის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:მათემატიკოსი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნიგვზარა, საჩხერის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1949 წელს.

1942 წლის 13 აპრილს სტუდენტი ქ. ხარშილაძე საკუთარი განცხადების საფუძველზე მოხალისედ წავიდა ფრონტზე, ჩარიცხეს 415-ე საზენიტო-საარტილერიო პოლკში პროჟექტორისტად; მონაწილეობდა მრავალი ქალაქისა და დასახლებული პუნქტის განმათავისუფლებელ ბრძოლებში: დნეპროპეტროვსკის, დნეპროძერჟინსკის, ნიჟნი-დნეპროვსკის, იასინოვატის, ზაპოროჟიეს, ჩაპლინოს და სხვ.; იცავდა მდინარე დნეპრზე მდებარე ხიდს, რომელზეც გადიოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარკინიგზო ლიანდაგი; 1945 წლის მარტში 415-ე საზენიტო-საარტილერიო პოლკთან ერთად იბრძოდა პოლონეთში, ქ. ბრესლაუს გათავისუფლებისთვის, სადაც ერთ-ერთი საჰაერო თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრა; გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ნაწილს და განაგრძო ბრძოლა ქ. ბრესლაუს დაუფლებისთვის; ომის დასრულების შემდგომ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; სწავლის დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის საშუალო სკოლაში, ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად; ძირითადად მაღალ კლასებში მიჰყავდა მათემატიკის სწავლება; მისი ღია გაკვეთილები სანიმუშო და მრავალმხრივ საყურადღებო იყო; ახასიათებდნენ როგორც საგნის ღრმად მცოდნეს, დიდად პასუხისმგებლიანს და სწავლების მოწინავე მეთოდებით აღჭურვილს, რომელიც მოსწავლეებს ასწავლიდა საგანს, ხოლო ახალგაზრდა პედაგოგებს - სწავლების ხერხებსა და მეთოდებს; მიღებული აქვს უმაღლესი მთავარსარდლის - ი. ბ. სტალინის მადლობა ქალაქ ბრესლაუს დაუფლებისათვის ბრძოლებში ბრწყინვალე საბრძოლო მოქმედებებისათვის (7 მაისი, 1945); სიგელი დიდი სამამულო ომის დღეებში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით ბრძოლებში მიღწეული წარმატებებისთვის (1945) და სხვა საბძოლო მედლები; უფროსი მასწავლებლის წოდება (1984); 2015 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ კორბოულის №1 საჯარო სკოლას ქრისტინე ხარშილაძის სახელი მიენიჭა.

წყარო: "თბილისიდან ბრესლაუმდე" : ნარკვევი ქრისტინე (ნინა) ხარშილაძის საბრძოლო გზისა და საზ. მოღვაწეობის შესახებ / რევაზ მაჭარაშვილი.-თბ.,2012.-239გვ. (dspace.nplg.gov.ge)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1986 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1985 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • 1976 - შრომის ვეტერანის მედალი
    მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის
  • 1975 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • 1971 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1945 - მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • 1944 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

გააზიარე: