შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირონ ჩუბინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვლადიკავკაზი. დაამთავრა თბილისის ს. ა. კამოს სახელობის საფაბრიკო-საქარხნო შეგირდობის სკოლა 1927 წელს. 1927-1930წწ. იყო ალკკ თბილისის რაიონული კომიტეტის მდივანი, შემდგომ საქართველოს ალკკ თბილისის კომიტეტის მდივნი; 1930 წლიდან საქართველოს კპ (ბ) საკონტროლო ცენტრალური კომისიის წევრი; 1931-1933წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სამრეწველო სექტორის გამგე; 1935-1937წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის პოლიტიკური განყოფილების უფროსის თანაშემწე; 1937-1938წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კომუნისტური პარტიის წევრობის კანდიდატი; 1937-1941წწ. პარტიის ქ. თბილისის ლენინის რაიკომის პირველ მდივნად; 1941-1943წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნად ტრანსპორტის დარგში; 1943-1946წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სატრანსპორტო განყოფილების გამგე; 1946-1953წწ. საქართველოს სსრ სახელმწიფო კონტროლის მინისტრი; 1953-1959წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი; საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობის დელეგატი (1956); 1959 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ-ს სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი; იმავე წელს გავიდა პენსიაში. საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა კავშირის ისტორიის ცნობარი 1898 - 1991წწ.: knowbysight.info ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |