შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომა ცუხიშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადების ადგილი: ქ. კიევი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების / კერამიკის ფაკულტეტი 1963 წელს. 1963-1966წწ. მუშაობდა სამხატვრო-საკონსტრუქტორო ბიუროში, შემდეგ საქართველოს ხელოვნების მუზეუმში რესტავრატორად; 1970 წელს დაამთავრა თსსა-იის ასპირანტურა და იქვე დაიწყო მუშაობა პედაგოგად; 1981-1984წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს მივლინებით მუშაობდა მოზამბიკში, სამხატვრო სკოლაში, სადაც დააარსა კერამიკის განყოფილება; 1963 წლიდან ღებულობს მონაწილეობას რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებზე; მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ყოფილ იუგოსლავიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ნორვეგიასა და მოზამბიკში; 1984 წლის ოქტომბერში ქ. მაპუტუში და ბეირაში (მოზამბიკი) გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა. წარმოდგენილი იყო ფერწერა, კერამიკა და გრაფიკა; 1978 წელს წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის - ტრიპტიქი "ძველი თბილისი", მიღებული აქვს საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი; 1980 წელს საერთაშორისო გამოფენაზე ქ. ვალორისში (ფრანგ. Vallauris), (საფრანგეთი) მიღებული აქვს დიპლომი ნამუშევრისთვის "ვარძია"; 1997 წელს ქ. ანაბერგ-ბუხჰოლცში (გერმ. Annaberg-Buchholz), (გერმანია), კერამიკის საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო საპატიო პრიზი; 2004 წელს ქ. თბილისში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საშობაო ფესტივალზე მიიღო პირველი პრემია; მხატვარ-კერამიკოსი, პროფესორი. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში : თანამედროვე ქართველ მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა ბიოგრაფიული ლექსიკონი / ნინო ზაალიშვილის საერთო რედ.. - თბ.,2000.-გვ.540 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |