The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეა გოგოტიშვილი

თეა გოგოტიშვილი
დაბადების თარიღი:14 მაისი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი 1991 წელს; დ. უზნაძის სახელობის თბილისის ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტი ფსიქოლოგ-ფსიქოთერაპევტის სპეციალობით 2001 წელს. ფსიქოლოგიის დოქტორი (2006), პროფესორი, ევროპული - EAGT აკრედიტაციის მფლობელი (2015), EAP სერტიფიცირებული (2018) გეშტალტ ფსიქოთერაპევტია.

იგი ფსიქოთერაპიის კვლევის საერთაშორისო საზოგადოების SPR სრული წევრია (2018); დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად დააარსა საქართველო - კავკასიაში პირველი "საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი" (2011), რომელიც რეგიონული მასშტაბით ერთადერთი, ევროპაში - EAGT აკრედიტებული გეშტალტთერაპიის სასწავლო ინსტიტუტია (2019); თეა გოგოტიშვილი, ევროპაში - EAGT აკრედიტებული გეშტალტ ინსტიტუტთა საბჭოს (TIC) აქტიური წევრია (2018); იგი თავმჯდომარეობს EAGT ქოლგა-ორგანიზაციის - საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის  სასწავლო სტანდარტების და პროფესიული კომპეტენციების კომიტეტს (2020); ხელმძღვანელობს დიმიტრი უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრს (2009) და სრული პროფესორის თანამდებობა უკავია  წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში; დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად დაწერილი და გამოცემული აქვს სახელმძღვანელო "გეშტალტთერაპიის თეორია და პრაქტიკა" (2018); ისინი ერთად მუშაობენ განწყობის თეორიისა და გეშტალტთერაპიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ინტეგრაციაზე; ევროპელების მოწვევით, სხვადასხვა ქვეყნებში ატარებენ ლექციებს, საავტორო ვორქშოფებს და საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ ქართული ფსიქოლოგიური სკოლის მიღწევები. 2001 წლიდან 2011 წლის 4 ივლისამდე მუშაობდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილებაში -  ნაციონალური მოძრაობის მიერ განწყობის ფსიქოლოგიური სკოლის ფაქტობრივ ლიკვიდაციამდე. არის 4 წიგნის და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული 30-ზე მეტი სტატიის ავტორი. მისი კვლევის სფეროებია: განწყობის ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია; იგი ახორციელებს ფსიქოკონსულტირებას და ფსიქოთერაპიას პირისპირ და ონლაინ, ინდივიდუალურად, ჯგუფებთან, წყვილებთან, ოჯახებთან და ორგანიზაციებთან; მუშაობს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე.

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი
    მისამართი:ქ. თბილისი, ვალო იაშვილის 22
    ტელეფონი:032 292 03 36
    ელ.ფოსტა:
    ვებ საიტი:http://gestalt.ge/?fbclid=IwAR15dS7s4RE3cGedVh_WZS-YaacWSI_byy5S3JfFPH0VZB4GA00MDthhI04

გააზიარე: