The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა შავაძე

შოთა შავაძე
დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1940
გარდაცვ. თარიღი:17 აპრილი, 1998  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბათუმი
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი შტურმან-გემთწამყვანის სპეციალობით 1959 წელს; ოდესის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ОВИМУ) ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1978 წელს. 

ზღვაში შრომითი საქმიანობა 1960 წელს დაიწყო ოდესის შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს გემებზე; თავდაპირველად მატროსად ცურავდა ტანკერებზე: «СУХОНА», «СВОБОДА» და «ДАУГАВА», 1962 წლიდან კი უკვე შორეული ნაოსნობის შტურმანად, კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწის პოზიციებზე საქმიანობდა ამავე სანაოსნოს გემებზე: «СУМЫ», «СКАДОВСК», «УЖГОРОД», «БУГУЛЬМА», სამგზავრო ლაინერებზე «ПЕТР ВЕЛИКИЙ» და «КОЛХИДА»; 1967 წელს ზღვაოსანი სამშობლოში ბრუნდება და ჯერ კაპიტნის მეორე, 1968 წლიდან კი უკვე კაპიტნის უფროს თანაშემწედ საქმიანობას ბათუმში ახლად დაარსებული საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე  განაგრძობს; ცურავდა ტანკერებზე: «ПОТИ», «КЛАЙПЕДА», «АЛАГИР», «АКТАУ», «ТБИЛИСИ», «ВАСИЛИЙ КИКВИДЗЕ», 1978 წელს და  მალე შორეული ნაოსნობის კაპიტნად დაამტკიცეს; 1979 წლიდან გარდაცვალებამდე კაპიტანი შ. შავაძე სხვადასხვა დროს მეთაურობდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერების: «ЭВЕНСК»-ის, «АДИГЕНИ»-ს, «АСПИНДЗА»-ს, «АХАЛЦИХЕ»-ს, «ВЕЛИКИЙ ОКТЯБРЬ»-ის, «ФОРЕ МОСУЛИШВИЛИ»-ს, «АКТАУ»-ს, «НАТО ВАЧНАДЗЕ»-ს, «ВАСИЛИЙ КИКВИДЗЕ»-სა და სხვათა ეკიპაჟებს. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: