შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კურსები, ტყიბულის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1981 წელს. 1981-1983წწ. მუშაობდა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენი"-ს ინჟინრად; 1983-1987წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენი"-ს სისტემაში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1988-1992წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №54 მოძრავ-მექანიზირებული კოლონის მთავარ ინჟინრად; 1993-1996წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვში, სამშენებლო ფირმა "ნანა"-ს დირექტორად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძრვანელობით აშენებულ იქნა მრავალი საქალაქო ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი; მათ შორის: სასტუმრო "სიმპათიას" შენობა, სამედიცინო ცენტრი "ულტრამედი", საცხოვრებელი კომპლექსი ნოვოსლობოდსკაიას ქუჩაზე ქ. მოსკოვში, ასევე რუსულ-გერმანული ერთობლივი საწარმოს საოფისე შენობა და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.61-62 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |