შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვერა ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ბაქოში, სწავლობდა ბაქოს კერძო სასწავლებელში, წმინდა ნინოს გიმნაზიაში. რევოლუციის შემდეგ, 1918 წელს საცხოვრებლად გადავიდა ქუთაისში, შემდეგ თბილისში. თბილისში სწავლა განაგრძო ქალთა მეორე გიმნაზიაში. 1923-1927 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. იყო დასავლეთ ევროპის ისტორიის კათედრის ასისტენტი. 1927 წელს ვერა ასათიანი დააპატიმრეს, მას ბრალად ედებოდა საქართველოში ახალგაზრდა მარქსისტების ჯგუფის ხელმძღვანელობა. ჯერ "ჩეკა"-ში იყო, შემდეგ მეტეხის ციხეში გადაიყვანეს და სამი წლით გადასახლება მიუსაჯეს ქ. იოშკარ-ოლაში (ახლანდელი მარიის ავტონომიური ოლქის დედაქალაქი). სამი წლის შემდეგ უფლება მისცეს ეცხოვრა სხვადასხვა ქალაქებში - ამიერკავკასიის, მოსკოვის და ლენინგრადის გარდა. ვერა ასათიანმა აირჩია ქ. ვორონეჟი, გადასახლებაში ყოფნისას მან შეისწავლა ბუღალტერია და მუშაობა დაიწყო მშენებარე კაუჩუკის ქარხანაში. იგი მალე დააწინაურეს მთავარი ბუღალტერის მოადგილედ. 1933 წელს, განთავისუფლების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა. მუშაობა დაიწყო ცეკავშირის სისტემაში ეკონომისტად, ჯერ ბორჯომში, შემდეგ ზესტაფონში უფროს ეკონომისტ-მგეგმავად, ბოლოს ამბროლაურში. 1936 წელს მასიური დაპატიმრებების დროს, ამბროლაურში დააპატიმრეს და თბილისში ჩამოიყვანეს. ცოტა ხნის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. არაოფიციალური ცნობებით "ჩეკა"-ში მიყვანიდან ერთი თვის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს, თუმცა რაიმე ახალი ბრალდება არ წაუყენებიათ. საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი. წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |