The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ბეკურიშვილი

ზურაბ ბეკურიშვილი
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1960  (65 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა ქ. ბელგოროდის ი.გრიშმანოვის სახელობის სამშენებლო მასალების ტექნოლოგიური ინსტიტუტის სილიკატური ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაცია 1989 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ შემდეგ მუშაობა დაიწყო სამეცნიერო-კვლავით ლაბორატორიაში სამეურნეო თემაზე, რომელიც ეხებოდა ქ. ზესტაფონის მახლობლად კერამიკული მოსაპირკეთებელი ფილების საწარმოს მშემებლობას კონვიერული ტექნოლოგიით, ერტი მილიონი კვ. მეტრი ფილის გამოშვების სიმძლავრით; 1990-1999წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენი"-ს სასაქონლო ბეტონის კვანძის ტექნოლოგად, უფროს ტექნოლოგად, ბეტანის კვანძის უფროსის მოადგილედ; 2000-2005წწ. ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას სამშენებლო სფეროში; 2005-2006წწ. მუშაობდა სააქციო საზოგადოება "რუსთავის მეტალურგიული კომბინატი"-ს მილსაგლინავი საამქროს ცივად გლინვის უბნისგან №6 ოპერატორად; 2006-2008წწ. იყო ს.ს. "ენერჯიინვესტი"-ს (აზოტის საწარმო) საპროექტო-საკონსტრუქტორო განყოფილების ინჟინერ-ტექნოლოგი; 2008-2012წწ. მუშაობდა ქ. რუსთავის ბეტონის მოსაპირკეთებელი ქვების საწარმოს უფროსად; 2013-2016წწ. იყო სამშენებლო კომპანია "მიქსორი"-ს ლაბორატორიის უფროსის მოადგილე, ლაბორატორიის უფროსი, მთავარი ტექნოლოგი; 2013-2015წწ. მიწვეული სპეციალისტის სტატუსით მუშაობდა სამშენებლო კომპანია "ბესკოში" და შპს "ჯიბისი"-ში; 2015-2017წწ. იყო სამშენებლო კომპანია "ლაფარჟი"-ს ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2017 წლიდან დეველოპერული კომპანია "ვენა დეველოპმენტ ალიანსი"-ს კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელია; 2017 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; 2020 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს სტანდარტებისა და მომატებული საფრთხეების შემცველი ობიექტების" ტექნიკური კომიტეტის (ტკ -5) წევრია; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შემუშავებულ იქნა და დაპროექტებული სხვადასხვა კლასის ბეტონის ნარევების შემადგენლობები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მონოლითური მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობაში; მისი ხელმძღვანელობით გამოკვლეულია და შემოწმებულ იქნა მრავალი მშენებარე ობიექტები საქართველოს მასშტაბით; მრავალწლიანი შრომითი და სამეცნიერო საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.65-66

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მშენებელთ ლიგა, წევრი (2016-)
  • საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა ასოციაცია, წევრი (2016-)

გააზიარე: