The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ბერაძე

ზურაბ ბერაძე
დაბადების თარიღი:29 მარტი, 1933
გარდაცვ. თარიღი:2005  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1956 წელს.

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, შრომითი საქმიანობა დაიწყო, სახელმწიფო კომისიის განაწილების შესაბამისად, ქ. ჟდანოვის (ამჟამად ქ. მარიუპოლი) ერთ-ერთ სამშენებლო ორგანიზაციაში სამუშაოთა მწარმოებლად; საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1958 წელს მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში "საქსახსოფლპროექტი" -ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1966 წელს სამუშაოდ გადავიდა საკავშირო საპროექტო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის "ორგენერგომშენი"-ს თბილისის ფილიალში, არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების უფროსად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტებულ იქნა სამრეწველო-სამანქანათმშენებლო გაერთიანება "ურალმაში"-ს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ობიექტები; დამუშავდა მთელი რიგი ობიექტების საპროექტო დოკუმენტაცია ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონისთვის და ენგურის ჰესების კასკადის საცხოვრებელი კომპლექსისათვის; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.66


გააზიარე: