The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ სულაბერიძე

ავთანდილ სულაბერიძე
დაბადების თარიღი:31 ივლისი, 1952  (72 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი შრომის ეკონომიკის სპეციალობით 1974 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა - 1982 წელს.

1974-1976წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამნაშავეობის სოციოლოგიის ლაბორატორია, ლაბორანტი; 1976-1978წწ. - საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი, უმცროს მეცნიერ-მუშაკი; 1978-198 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის სოციოლოგიისა და დემოგრაფიის განყოფილება, უმცროსი, შემდეგ უფროს მეცნიერ-მუშაკი; 1986-1990წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის სოციოლოგიისა და დემოგრაფიის განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტთან არსებულ სოციოლოგიისა და დემოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერული მუშაობის დარგში; 1991-2006წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მეცნიერული მუშაობის დარგში; 2006-2010წწ. - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 2010 წლიდან - ილიას სახელმწიფო უნივესიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მეცნიერული მოღვაწეობის სფერო: დემოგრაფია, დემოგრაფიკსი, ოჯახის სოციოლოგია, სოციალურ-დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკა, მიგრაცია. ეკონომისტი, დემოგრაფი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს დემოგრაფიული განვითარება და სოციალურ-დემოგრაფიული პოლიტიკა გარდამავალ პერიოდში", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.534-535; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის მოსახლეობის შესწავლის საერთაშორისო ასოციაცია ( EAPS) , წევრი (2012-)
  • მოსახლეობის მეცნიერული კვლევის საერთაშორისო კავშირი (IUSSP) (2010-)
  • საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტი (1991-2010)
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1999-)
  • საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2004-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: