The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ბეროშვილი

მერაბ ბეროშვილი
დაბადების თარიღი:29 იანვარი, 1956
გარდაცვ. თარიღი:2011  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1979 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაწვეული იყო საბჭოთა არმიის რიგებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში, სადაც ხელმძღვანელობდა სამშენებლო ქვედანაყოფს, ოფიცრის რანგში; 1982 წლიდან იყო პარტიულ სამუშაოზე; მუშაობდა საქართველოს კპ ქ. თბილისის ლენინის სახელობის რაიონული კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილებაში ინსტრუქტორად და კურირებდა მშენებლობის სფეროს; რაიონული კომიტეტის რეკომენდაციით დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენი"-ს №4 სამშენებლო კომბინატის მთავარ ინჟინრად; 2000 წლიდან მუშაობდა სპს "იმკ 91"-ში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძრვანელობით განხორციელებულ იქნა მრავალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ქ. თბილისის საცხოვრებელ მიკრორაიონებში, ვაშლიჯვრის დასახლებაში და ქავთარაძის ქუჩაზე; ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირგაბმულობის კომპანია "მაგთი"-ს სტუდიის მშენებლობა დ. აღმაშენებლის გამზირზე ქ. თბილისში და ამავე კომპანიის სარელეო ანძების მშენებლობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.69


გააზიარე: