შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეილა ქრისტესიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებელის კვალიფიკაცია 1993 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციალიზაციის ფაკულტეტი და მიენიჭა სამრეწველო საქონელმცოდნე-კომერსანტის კვალიფიკაცია 1999 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა, დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი 2013 წელს. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში, მშენებელი ინჟინრის თანამდებობაზე; 2012-2016 წწ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უფროს მასწავლებლად; 2016 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა და ანალიზი. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის: 1 მონოგრაფიის და 3 სახელმძღვანელოსი. მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და დამსახურებისთვის მიღებული აქვს საუწყებო და საპატიო სიგელები. ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |