შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან ბურჯანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაგარევი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია 1970 წელს. 1963-1965წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, სავალდებულო სამსახურში; 1970-1978წწ. მუშაობდა ენგურის ჰესების კასკადის მშენებლობაზე სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1978-1985წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №2 "სპეცმექანიზაციის" ტრესტის №5 მექანიზაციის სამმართველოში, ჯერ განყოფილების უფროსად, შემდგომ სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1985 წლიდან აღნიშნული სამმართველო გადავიდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №4 სამშენებლო ტრესტის დაქვემდებარებაში და იგივე თანამდებობაზე გააგრძელა მუშაობა; 1995-2009წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვში, სამშენებლო კომპანია "ვიტმა-1"-ის მთავარ მექანიკოსად; 2009 წლიდან მუშაობს ქ. თბილისში; იყო სამშენებლო კომპანია "ბკ კაპიტალის", შემდგომ სამშენებლო კომპანია "ბკ კონსტრაქშენის" მთავარი მექანიკოსი; მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალი მნიშცნელოვანი სამრეწველო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში, ასევე საცხოვრებელი კომპლექსებისა და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყები ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 73
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |