შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ გერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1979 წელს. 1979-1981წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, სამხედრო ინჟინრად; 1981-1994წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №4 სამშენებლო ტრესტის სისტემაში, ქუთაისის საავტომობილო ქარხნის რეკონსტრუქციაზე ინჟინრად, უფროს ინჟინრად და განყოფილების უფროსად; 1994-2001წწ. მუშაობდა მოსკოვში, სამშენებლო ფირმა "ბემ"-ში, საწარმოო ტექნიკური განყოფილების ინჟინრად; 2001-2005წწ. სამშენებლო ფირმა "მინსკაია-2"-ში, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 2006-2010წწ. იყო სამშენებლო ფირმა "ბმ კაპიტალ"-ის მთავარი ინჟინერი; საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2010 წლიდან მუშაობს შპს "ბკ კაპიტალი"-ს და შპს "ბკ ქონსტრაქშენი"-ს მთავარ ინჟინრად; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ისეთი სამშენებლო პროექტების წარმატებით განხორციელებაში, როგორებიცაა: ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი ქ. მოსკოვში მინსკის ქუჩაზე (1995-1998), მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები, ასევე ქ. მოსკოვში, ტოლბუხინისა და ნახიმოვის პროსპექტებზე (2001-2009), "საქართველო ბანკის" სათავო ოფისი, ქ. თბილისში (2010-2011), "ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის" სახელობის ტაძრის მშენებლობა, ქ. თბილისში, მახათას მთაზე (2013-2017), სავაჭრო ცენტრები "გალერეა თბილისი" და "სითი მოლი საბურთალო", სასტუმროები ქ. თბილისში, წინანდალში, გუდაურში და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 86
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |