The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რიმიკო გურგენიძე

რიმიკო გურგენიძე
დაბადების თარიღი:19 აპრილი, 1936
გარდაცვ. თარიღი:2017  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხოტევი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1958 წელს.

1959-1978წწ. მუშაობდა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სპეციალური სამუშაოების სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, განყოფილების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1978-1982წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქკოლმშენინდუსტრიის" მმართველი; 1982-1989წწ. ტრესტ "საქკოლმშენკომპლექტის" მმართველი; 1989-1995წწ. იყო ს.ს. "საქსოფლმსენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1995-1998წწ. ს.ს. "საქსოფლმშენის" გენერალური დირექტორის მოადგილე; იგი აქტიურად მონაწილეობდა ქ. თბილისის საინჟინრო ქსელებისა და ნაგებობების მშენებლობა-რეკონსტრუქციაში, ახალი რაიონების კომუნიკაციებით უზრუნველყოფის საქმეში; ხელმძღვანრლობდა სასოფლო მშენებლობას საქართველოს რეგიონებში; აქტიურად იყო ჩართული რეგიონებში სკოლების, საბავშვო ბაღების, ადმინისტრაციული შენობებისა და სპორტულ გამაჯანსაღებელი ნაგებობების მშენებლობაში; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი რაჭაში მიწისძვრით დაზიანებული შენობების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულებაში 1991-1992 წლებში; დაჯილდოებული იყო სამთავრობო ჯილდოებითა და სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 106

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: