შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სალომე კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყვარჩელი. დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1987 წელს. 1994 წლიდან კითხულობს სალექციო კურსებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში; 1997 წელს დაარსა საბავშვო ჟურნალი "იალქანი" და 2005 წლამდე იყო მისი მთავარი რედაქტორი; 2005-2006 წწ. იყო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი; 2006-2009 წწ. მინისტრის პირველი მოადგილე; არის ავტორი და რედაქტორი პროექტებისა: "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - აფხაზეთი" - ტ. 1-2 ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, აკაკი წერეთლის პოემა "გამზრდელის" ილუსტრირებული გამოცემა აფხაზურ ენაზე, "მე მოვალ თქვენთან" - აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომრების ლექსების კრებული; პროექტი "გზავნილები მომავლიდან" - დიალოგი კულტურის ენაზე, სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური კრებული "დებიუტი"; 2016-2021 წწ. იყო გადაცემა "ხიდი-საუბრები აფხაზეთზე" (სდასუ TV) პროდიუსერი; 2020 წელს მისი ავტორობით გამოვიდა საბავშვო წიგნი "დელფინ ფანის ამბები" ქართულ და აფხაზურ ენებზე; იმავე წელს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიდგა რადიო სპექტაკლი "დელფინ ფანის ამბები", ხოლო 2021 წელს დადგმა განხორციელდა აფხაზურ ენაზე; ს. კაპანაძე არის ავტორი წიგნების: "ცისფერი ყანწებიდან - მარადისობანდე" (2005), "კონტექსტი - წერილები ქართულ მწერლობასა და კულტურაზე" (2019), აქტიურად ჩართულია საზოგადოებრივ საქმიანობაში: არის საყმაწვილო ჟურნალ "იალქანის" სარედაქციო საბჭოს წევრი, მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის (UPF) ელჩი საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაცია "აფხაზეთი - ჩემი სახლის" თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის და ჟურნალ "კრიმინოლოგის" სარედაქციო საბჭოს წევრი, აფხაზეთის მთავრობასთან არსებული გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის მიმნიჭებელი კომიიის წევრი. დაჯილდოვებულია: საფრანგეთის ქ. განატის საერთაშორისო ფესტივალის დიპლომით (2008), მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის (UPF, 2011), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა (2016) და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (2019) სიგელებით. ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტიციან ტაბიძის პროზა, წერილები, ნარკვევები", დაიცვა 1997 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |