The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახა თოდრაძე

კახა თოდრაძე
დაბადების თარიღი:14 დეკემბერი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1978 წელს.

1971-1973წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში", ტოპო-გეოდეზიური განყოფილების ტოპოგრაფის თანაშემწედ; 1978-1982წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახკვებმრეწვის" სახარჯთაღრიცხვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი; 1982-1991წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქენერგოპროექტში" სამშენებლო განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 1991-1993წწ. იყო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობისა და კომპლექტაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 1993-1993წწ. მუშაობდა შპს "საქსოფლელექტრომშენის" მთავარ ტექნოლოგად; 1995-1998წწ. იყო შპს "ქაჩი"-ს დირექტორი; 1998-2002წწ. მუშაობდა სააქციო საზოგადოება "ელექტროგადაცემის" კაპიტალური მშენებლობისა და აღდგენა-რეკონსტრუქციის სამმართველოს პროექტირების სექტორის მთავარ სპეციალისტად; 2002-2004წწ. იყო შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ანალოგიური სექტორის ინჟინერ-ეკონომისტი; 2004-2006წწ. მუშაობდა სააქციო საზოგადოება სამშენებლო კომპანია "თბილისი"-ს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების წამყვან ინჟინრად; 2006-2008წწ. იყო შპს სამშენებლო კომპანია "ჯეო-გილი"-ს ანალოგიური განყოფილების უფროსი; 2008-2017წწ. მუშაობდა სააქციო საზოგადოება "ენერგო-პრო ჯორგია"-ს განვითარების დეპარტამენტის სექტორის უფროს სპეციალისტად; 2017 წლიდან არის შპს "ოპტიმალ გრუპ+"-ის ტექნიკური მენეჯერი; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობის პერიოდში დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ენერგოსისტემის აღდგენისა და განვითარების საქმეში; შრომითი დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 128-129


გააზიარე: