The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაიდა კროტენკო

ირაიდა კროტენკო
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1950  (75 წლის)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, რუსული ენა, ლიტერატურა და გერმანული ენა.

1976 წლიდან - ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური უნივერსიტეტის რუსული ლიტერატურის ისტორიის კათედრის მასწავლებელი; 1980 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის რუსული და საზვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრის მასწავლებელი; 1982 წლიდან - ისტორიის კათედრის მასწავლებელი; 1987 წლიდან - რუსული ლიტერატურისა და საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრის მასწავლებელი; 1989 წლიდან - ამავე კათედრის დოცენტი; 1995 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 2004 წლიდან - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ლიტერატურის ისტორიის კათედრის პროფესორი; 2005 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის რუსული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგის მოადგილე; ამავე წლიდან - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სლავისტიკის დეპარტამენტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე; 2006 წლიდან -  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორი სლავისტიკის მიმართულებით; 2006-2009წწ. - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სლავისტიკის მიმართულების სრული პროფესორი; 2014 წლიდან - სლავური ფილოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2016 წლიდან - სლავური ფილოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "А.И. Куприн в Грузии", დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მწერლის შემოქმედებითი ინდივიდუალობა ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე თეორიების შუქზე", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.474; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა საერთაშორისო ასოციაცია (МАПРЯЛ), ნამდვილი წევრი
  • სამეცნიერო-ინტელექთუალური კლუბი "თაობათა დიალოგი”, დამფუძნებელი, პრეზიდენტი
  • ქართულ-უკრაინული ასოციაცია "მეგობრობა“, პრეზიდენტი (2013-)
  • შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის კომპარატივისტული ორგანიზაცია "GEKLA’’, წევრი და რეგიონული კოორდინატორი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: