The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან კაკაბაძე

ლევან კაკაბაძე
Other name:ჯემალ კაკაბაძე
Date of birth:17 January, 1939
Date of death:2010  (at 70 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო  და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1963 წელს.

1963-1973წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქსოფლმშენის"-ა და შემდეგ საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში სამშენებლო სამმართველოს მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად) - მარნეულის რაიონში; 1973-1978წწ. მუშაობდა საართველოს მშენებლობის სამინისტროს №7 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქშახტმშენის" სამშენებლო სამმართველო "მარნეულშახტმშენის" სამუშაოთა მწარმოებლად, საწარმოო ტექნიკური განყოფილების უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1978 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №13 სამშენებლო ტრესტის საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველოს უფროსად; 1982-1988წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენი"-ს მიწისქვეშა ნაგებობათა სამშენებლო სამმართველოს ჯერ მთავარ ინჟინრად, შემდეგ კი სამმართველოს უფროსად; 1988-2009წწ. მუშაობდა საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" (შემდეგ ს.ს. "თბილქალაქმშენის") №1 სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილედ; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა მრავალი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტი ქვემო ქართლის რეგიონში; საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები ქ. თბილისის მ/რაიონებში; აქტიურად იყო ჩართული მიწისძვრით დაზარალებული საცხოვრებელი სახლებისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების შესრულებაში საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 138


Share: