შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა კაცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით და მიენიჭა არქიტექტორის კვალიფიკაცია 1996 წელს. 1989 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა ქ. ბათუმის სამხატვრო კომბინატის მხატვარ გამფორმებლად; 1990-1996წწ. იყო ქ. ბათუმის №4 მიკრორაიონის გამგეობის მხატვარ-არქიტექტორი; 1997-1998წწ. მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ურბანიზაციისა და მშენებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო თანამშრომლობისა და ადგილობრივი არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობის ორგანოების კოორდინაციის განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 1998-1999წწ. იყო აჭარის ა/რესპუბლიკის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ადგილობრივი არქიტექტურული სამსახურის კოორდინაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 1999-2004წწ. ამავე განყოფილების უფროსი; 2004-2006წწ. მუშაობდა აჭარის ა/ რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ქალაქგეგმარებისა და არქიტექტურული საქმიანობის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად; 2006 წლიდან ეწევა კერძო სამეწარმეო საქმიანობას, ინდმეწარმის სტატუსით, არქიტექტურული საქმიანობის სფეროში; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულია არაერთი ობიექტის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროექტი, ასევე სპორტული ნაგებობების პროექტები, მათ შორის: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ქ. ბათუმში, სოფ. აწყურის საჯარო სკოლის (კახეთი), წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლმუზეუმი სოფ. ბაკურციხეში (კახეთი), აბასთუმანის ევ. ხარაძის სახელობის ასტროფიზიკის ობსერვატორიის რეაბილიტაციის, დახურული ტიპის მრავალფუნქციური სპორტდარბაზის ქედის რაიონში, მე-3 და მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონების ქ. ტყიბულში, ქ. ხაშურში, ქ. საჩხერეში და ქ. ყვარელში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 142-143
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |