The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბეგლარი კახიძე

ბეგლარი კახიძე
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1964  (61 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1986 წელს.

1986-1996წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" ბათუმის ფილიალში ინჟინერ-კონსტრუქტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 1996-1998წწ. იყო აჭარის ა/რესპუბლიკის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს საექსპერტო განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 1998-2004წწ. აჭარის ა/რესპუბლიკის იმავე სამინისტროს ტექნიკური დოკუმენტაციის საექსპერტო ბიუროს უფროსი; 2004 წლიდან საპროექტო ორგანიზაცია შპს "კონსტრუქტორი-21"-ს დირექტორია; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქალაქ ბათუმის კომპლექსური განაშენიანების საქმეში, აგრეთვე მრავალი სამრეწველო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების პროექტირებასა და მშენებლობაში ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 145-146

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - საქართველოს დამსახურებული მშენებელი
    მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის

გააზიარე: