The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მუხამედ ვანილიში

დაბადების თარიღი:19??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:დრამატურგი, თანამდებობის პირი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სარფი, ხელვაჩაურის რაიონი.

ხელმძღვანელობდა სოფელ გონიოს კომკავშირის ორგანიზაციას; იყო სასოფლო-საზოგადო მოსამართლე, აჭარის ალკკ კომიტეტის პლენუმის წევრი, გონიოს სოფსაბჭოს პრეზიდიუმის წევრი. მუხამედ ვანილიში დიდ აღმზრდელობით მუშაობას აწარმოებდა ლაზებში, ბავშვებს ასწავლიდა წერა-კითხვას და სხვ. 1937 წელს არჩეულ იქნა აჭარის განათლების სახალხო კომისრის მოადგილედ. მუხამედ ვანილიშის ხელმძღვანელობით სოხუმში ლაზურ ენაზე გამოდიოდა კპ (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტსა და აფხაზეთის ცენტრალური კომიტეტის ორგანო "მჭითა მურეცხი" ("წითელი ვარსკვლავი"). ლაზურ ენაზე დაწერა პიესები: "აღები ცუდ სიზმრებს ხედავენ", "მამედის ლოთობა" და სხვ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა მუხამედ ვანილიშის მოთხრობა "ზექიე", მის მოთხრობებში ასახულია ლაზების დაბეჩავებულ-დამონებული ცხოვრება, შემდეგ კი განთავისუფლება და კულტურული აღორძინება. წარმოშობით ლაზი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.116

ბიბლიოგრაფია

  • ლაზეთი : ისტ.-ეთნოგრ. ნარკვევი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1964. - 171გვ.

გააზიარე: