შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ვარძიელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიზაბავრა, (ახალქალაქის ყოფილი მაზრა) ასპინძის რაიონი. სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში და სტატისტიკის კურსებზე (1924). 1916-1917 წლებში მონაწილეობდა სტუდენტთა პოლიტიკურ გამოსვლებში, ამავე დროს - მოსკოვის ქართულ სათვისტომოსა და პოლკის კომიტეტში, ხოლო 1919-1920 წლებში ახალციხის სათვისტომოში, 1921 წლიდან კი პროფკავშირში. 1922-1924 წლებში იყო თბილისის აღმასკომის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის სექციის გამგე. თანამშრომლობდა შემდეგ გამოცემებში: "ერთობა" (1918-1919), "კომუნისტი" (1922-1923), "აღმასკომის მოამბე" (1923-1924), "Заря Востока" (1923) და სხვ. 1920 წელს შეისწავლა კურორტი აბასთუმანი და ამ თემაზე დაწერა მონოგრაფია. 1924 წელს შეადგინა "ტფილისის მაზრის სოციალ-ეკონომიკური ცხოვრების შესწავლა და მათემატიკური სტატისტიკა". სტატისტიკოსი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.152
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |