შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო დობორჯგინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს; 1996- 2000წწ. "ეკდსა" და "კაადის" ფონდების სტიპენდიატი გიოტინგენის მეცნიერებათა აკადემიაში (პატრისტიკის კვლევების ინსტიტუტში); 2000-2001წწ. ფლობდა ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის საერთაშორისო სტიპენდიას; 2002- 2003წწ. ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის გეორგ ფორსტერის სტიპენდიას გიოტინგენის მეცნიერებათა აკადემიაში; გერმანულ ენაზე მონოგრაფიის დასაწერად 2006 წელს და 2008-2012წწ. ფლობდა გიოტინგენის მეცნიერებათა აკადემიისა და ჰუმბოლდტის ფონდის ერთობლივ სტიპენდიებს; 2006-2014წწ. იყო მოწვეული მკვლევარი რამდენიმე გერმანულ უნივერსიტეტსა და Propaganda Fide-ს ისტორიულ არქივში (იტალია); კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კვლევითი გრანტის მფლობელი. 1984-1988წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1983–2006წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრსთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; 2004-2012წწ. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფის მთავარი ექსპერტი; 2006–2010წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2010 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ენისა და ლიტერატურის მიმართულებით; 2017–2021წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე; მისი სამეცნიერო ინტერესის სფერო: ლინგვისტური იდეების ისტორია; შუა საუკუნეების კვლევები, ციფრული ჰუმანიტარია; კორპუსული ლინგვისტიკა; ძველი ქართული ფილოლოგია; იყო რექტორის მრჩეველი კვლევისა და სწავლების მიმართულებით; ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი; 2022 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, სრული პროფესორი, ლინგვისტიკის დოქტორი (1988). წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი: faculty.iliauni.edu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |