შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ რობაქიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1962 წელს; ამავე უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არმენოლოგიის კათედრის ასპირანტურა - 1965 წელს. 1966-1970წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არმენოლოგიის კათედრის ლაბორანტი; 1970-1980წწ. - ამავე კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1980-2000წწ. - არმენოლოგიის კათედრის მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი; 2000-2004წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არმენოლოგიის კათედრის დოცენტი; 2004 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არმენოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი. მონაწილეობდა ქართულ-სომხური და სომხურ-ქართული ლექსიკონების შექმნაში. სამეცნიერო შრომების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შუშანიკის წამების" ანთროპოლოგიურ ცნებათა ინტერპრეტაციისათვის", დაიცვა 1999 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვეფხისტყაოსნის" ანთროპოლოგიურ ცნებათა ინტერპრეტაცია", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.486; არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი: ice.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |