The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეპიფანე ვასაძე

დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1899  (126 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი და ასპირანტურა 1934 წელს.

1919 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საშუალო სკოლებსა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ლექციებს კითხულობდა შემდეგ დისციპლინებში: ზოგადი ბიოლოგია, ბიოლოგიის ისტორია, დარვინიზმის კურსი; იყო ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტსა და სხვ. როგორც მეცნიერ-მუშაკი ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, კითხულობდა საჯარო ლექციებს მუშათა აუდიტორიებსა და წითელი არმიის ნაწილებში. გამოცემული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მისი რედაქტორობით გამოცემულია რამდენიმე სახელმძღვანელო.  

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.159

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: