შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან კიკვიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1964 წელს. 1964-1965წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ნორმატიულ-კვლევით სადგურში ინჟინრად, შემდეგ უფროს ინჟინრად; 1966-1986წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქ. ქუთაისის სახლმშენებელი კომბინატის ჯერ სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ საკონსტრუქციო ბიუროს უფროსად, ნულოვანი ციკლის (შენობა-ნაგებობების ფუძე-საძირკცლების მოწყობის) სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); 1977-1986წწ. კომბინატის მთავარ ინჟინრად; 1986-1992წწ. იყო "ინდბინათმშენებლობის" ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1992-1995წწ. სახელმწიფო საწარმო "მშენებლის" დირექტორი; 2001-2008წწ. სამუშაოდ გადავიდა ქ. მოსკოვში, სადაც მუშაობდა სამშენებლო კომპანია "ვიტმა 1"-ში ჯერ სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ კი მთავარი ინჟინრის მოადგილედ და მთავარ ინჟინრად; 2009 წლიდან მუშაობს ქ. თბილისში, სამშენებლო კომპანია "ბკ კონსტრაქშენში" სამუშაოთა მწარმოებლად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა მრავალი საცხოვრებელი, სამრეწველო და კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების მნიშვნელოვანი იბიექტი, დასავლეთ საქართველოს რაიონებში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე საცხოვრებელი კომპლექსები ქ. მოსკოვსა და ქ. თბილისში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები; არის საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის "ვერცხლის მედლის" მფლობელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 154-155 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |