The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ზალიკანიანი

გიორგი ზალიკანიანი
სხვა სახელი:გიორგი ზალიკანაშვილი
გიორგი ზალიკანოვი
დაბადების თარიღი:1837
გარდაცვ. თარიღი:15 იანვარი, 1915  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქაშვეთის ეკლესიის ეზო, თბილისი
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

1860 წლიდან ქაშვეთის ეკლესიის გალავანში გახსნილი ჰქონდა  უფასო სახალხო სამრევლო სკოლა, აგროვებდა ძველ ხელნაწერებს, რომელთაგან ბევრი საბუთი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" შესწირა. იყო ქართული მწიგნობრობის აღორძინების მოყვარული. გამოსცა დავით გურამიშვილის "დავითიანი" (ტფილისი, 1881 წელი); მიჩნეული იყო იშვიათ მგალობლად, სიმღერა-გალობაში ჰქონდა პირველი ხმა. დიმიტრი არაყიშვილმა მისი დახმარებით ჩაწერა იოანე ოქროპირის ლიტურგია. მგალობელი, გამომცემელი, ქაშვეთის ეკლესიის მედავითნე, ქართული სასულიერო მწიგნობრობის მცოდნე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ /იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.187; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.50


გააზიარე: