Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ზალიკანიანი![]()
Biography1860 წლიდან ქაშვეთის ეკლესიის გალავანში გახსნილი ჰქონდა უფასო სახალხო სამრევლო სკოლა, აგროვებდა ძველ ხელნაწერებს, რომელთაგან ბევრი საბუთი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" შესწირა. იყო ქართული მწიგნობრობის აღორძინების მოყვარული. გამოსცა დავით გურამიშვილის "დავითიანი" (ტფილისი, 1881 წელი); მიჩნეული იყო იშვიათ მგალობლად, სიმღერა-გალობაში ჰქონდა პირველი ხმა. დიმიტრი არაყიშვილმა მისი დახმარებით ჩაწერა იოანე ოქროპირის ლიტურგია. მგალობელი, გამომცემელი, ქაშვეთის ეკლესიის მედავითნე, ქართული სასულიერო მწიგნობრობის მცოდნე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ /იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.187; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.50
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |