შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ტონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით ფილოლოგ-კლასიკოსი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 1971 წელს. 1972-1982წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, "ბერძნულ-ლათინური ბიბლიოთეკის" მთავარი რედაქტორი; 1982-1994წწ. - ამავე უნივერსიტეტის "ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997-2006წწ. - კლასიკური ფილოლოგიის, კათედრის პროფესორი; 2006-2018წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2018 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროფესორი. სამეცნიერო კვლევის სფეროები: ანტიკური ლიტერატურის ისტორია; ბერძნული ცივილიზაციის ისტორია; ბერძნული მითოლოგია; ანტიკური ლირიკა; ანტიკურობა და დასავლეთ ევროპული ლიტერატურა; თარგმანის ხელოვნება; ანტიკური სამყაროს ქალთა შემოქმედება; ქალი ანტიკურ სამყაროში; თანამედროვე ლიტერატურული კონცეფციები და ანტიკურობა; ძველი ბერძნული ენა; კლასიკური ფილოლოგიის შესავალი; ანტიკური მითოლოგიური და ისტორიული ფიგურები მსოფლიოს სახვით ხელოვნებაში. ჟურნალ "ფაზისის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; საგამომცემლო პროგრამა "ლოგოსის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; ორმოცდაათამდე წიგნის რედაქტორი; 60-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის, 33 წიგნი. საქართველოს ახალგაზრდული ლიტერატურის, ხელოვნების, არქიტექტურის და ჟურნალისტიკის დარგში (ძველი ბერძნული ლირიკის სფეროში შესრულებული მხატვრული თარგმანებისა და გამოკვლევებისათვის) მიღებული აქვს "ახალგაზრდული პრემია" (1982). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1995). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საფოს პოეტური სამყარო", დაიცვა 1981 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საფოს ფენომენი და ანტიკური ხანის ქალთა პოეზია", დაიცვა 1993 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.491; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: greekstudies.tsu.ge; პოეზიარ ავტორთა წარმოჩენა: facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |