Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ იოსელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მულახი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1978 წელს, გეოფიზიკოსის კვალიფიკაციით. სტუდენტობის დროს მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. მუშაობდა "საქნავთობში", გეოფიზიკურ ექსპედიციაში; 1980-იანი წლების ბოლოს, სამსახური გააგრძელა საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს კომპლექსურ გეოლოგიურ გეოფიზიკურ ექსპედიციაში, სხვადასხვა თანამდებობებზე. 1990 წელს დაინიშნა საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტის გეოფიზიკური სამმართველოს უფროსად. 1980-იანი წლების ბოლოდან ჩაება ეროვნულ მოძრაობაში და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიმდინარე პროცესებში. 1992 წლის სექტემბერში აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მოხალისედ წავიდა. ავთანდილ იოსელიანმა, 1992 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ ოჩამჩირეში, თანამებრძოლების გარემოცვაში, სადაც ტყვედ აყვანილი მოწინააღმდეგეები იმყოფებოდნენ, ხელყუმბარა სხეულით დაფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად, გარშემო მყოფები სიკვდილს გადაარჩინა. მესტიაში არის მისი სხელობის ქუჩა; 2019 წლის 17 ნოემბერს, მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.191; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს სამხედრო ისტორია: history.mod.gov.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |