შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ჯოლოგუა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს. 1991 წლიდან მუშაობს თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის (2016 წლიდან - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა) ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. პარალელურად მუშაობს გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წევრად. კვლევის ძირითადი სფეროები: მე-19 საუკუნის ქართული ჟურნალისტიკა, ლიტერატურა, საზოგადოებრივი აზრის ისტორია. ავტორია 70-მდე სამეცნიერო სტატიის, 3 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოსი. XIX საუკუნის საქართველოში სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის ერთ-ერთი ბიოგრაფი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2001). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დიმიტრი ყიფიანის ჟურნალისტური მოღვაწეობა", დაიცვა 1991 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "დიმიტრი ყიფიანის კულტურულ-საგანმანათლებლო, სალიტერატურო და ჟურნალისტური მოღვაწეობა", დაიცვა 1999 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.514; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |