The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ზუბალაშვილი

პეტრე ზუბალაშვილი
დაბადების თარიღი:1862  (163 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ინჟინერი, მეწარმე, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ სწავლა განაგრძო ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში, სადაც ინჟინრის ხარისხი მიანიჭეს. პეტრე ძმებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საქველმოქმედო ღონისძიებებში, პეტრესა და მისი ძმების მიერ მნიშვნელოვანი იყო ქართველი სტუდენტებისათვის ყოველწლიურად გაღებული სასტიპენდიო თანხა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 1908 წლიდან დააარსა ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია. ამ საქმიანობისთვის ძმები საზოგადოების გამგეობას ყოველწლიურად ურიცხავდნენ სოლიდურ თანხებს, რომელსაც საზოგადოება ანაწილებდა თავისი შეხედულებისამებრ. აღსანიშნავია, რომ გარდა ძმების სასტიპენდიო თანხისა, პეტრე ფინანსურად ეხმარებოდა უმაღლესი განათლების მიღების მსურველ სხვა ახალგაზრდებსაც. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე პეტრე ზუბალაშვილმა თბილისის გამგეობას გადასცა მათი ოჯახის კუთვნილი სასტუმრო "ლონდონი" სამხედრო ლაზარეთისთვის და 20 ათასი მანეთი (ოქროთი) გაიღო მის მოსაწყობად. საგულისხმოა, რომ პეტრე და მისი ძმები  აგრძელებდნენ მამის მიერ დაწყებულ კომერციულ საქმიანობასა და ქველმოქმედებას. ერთნაირად ზრუნავდნენ ეროვნულ-საზოგადოებრივ წამოწყებებზე, საქველმოქმედო შემოწირულობებსაც თანაბრად გასცემდნენ და სწორედ ამის გამო იყო, რომ ძმებს თანამედროვენი მოიხსენიებდნენ "ძმები ზუბალაშვილების" სახელით, მიუხედავდ იმისა, რომ მათ ცხოვრება უხდებოდათ სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა პირობებში და სხვადასხვა დროს. დაკრძალული იყო სოლოლაკში, საგვარეულო სასაფლაოზე მშობლებისა და ძმის - სტეფანეს გვერდით. პეტრე ზუბალაშვილის შვილთაშვილებმა საქართველოს გადასცეს ზუბალაშვილების საოჯახო არქივი, რომელშიც უამრავი დოკუმენტი და დიმიტრი ერმაკოვის უნიკალური ფოტოსურათებია დაცული.

წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.154-158 (dspace.nplg.gov.ge); ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.228

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საპატიო წევრი
  • ქართული დრამატული საზოგადოება, საპატიო წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • თბილისის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: