შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რიხარდ მეკელაინი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არნშტაინი, ბავარია. გერმანელი ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ქართველოლოგი და სლავისტი. დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. 1914 წლიდან მუშაობდა ბერლინის სამეფო (1919 წლიდან პრუსიის) სახელმწიფო ბიბლიოთეკაში. 1921 წლიდან ბერლინის უნივერსიტეტში კითხულობდა ქართული, რუსული, პოლონური, სამხრეთ სლავური და ესპანური ენების კურსს. 1922 წელს მისი ინიციატივით ბერლინში შეიქმნა "რუსთაველის საზოგადოება". ამავე წელს დააარსა ჟურნალი "მორგენლანდია ("Morgenland"), რომლის პირველი ნომერიც მთლიანად საქართველოსა და კავკასიას მიეძღვნა. მისივე თაოსნობით შეიქმნა გამომცემლობა "ახლო აღმოსავლეთი", რომელშიც იბეჭდებოდა ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობის ამსახველი მასალები. 1919 წელს მან ბერლინში გამოსცა წიგნი "ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში და პრუსიის წიგნსაცავში არსებული ქართული გრამატიკებისა და ლექსიკონების ბიბლიოგრაფია". მასვე ეკუთვნის "გერმანული ენის სახელმძღვანელო ქართველთათვის" (ბერლინი 1918, 1922, 1931), "ქართულ-გერმანული სიტყვანი" (ბერლინი-ლაიფციგი, 1928), "გერმანულ-ქართული ლექსიკონი" (ნაწ. I, ბერლინი, 1937, ნაწ. 2, ლაიფციგი, 1943). წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.310 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |